
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის სიკეთეებსა და გამარტივებულ პროცედურაზე გადაცემა „იმედის კვირაში" ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამ რეფორმის ფარგლებში ხდება არ მხოლოდ მიწების უფასო პირველადი რეგისტრაცია, არამედ არსებული არასწორად დარეგისტრირებული ნაკვეთების ხელახალი, სწორი რეგისტრაცია.
„ჩვენს ქვეყანას წლების განმავლობაში ჰქონდა ისეთი რიგი პრობლემები, როგორიც არის გადაფარვა, ზედდება. მარტივად, რომ ვთქვათ ორი ან სამი მიწის ნაკვეთი ერთმანეთზე იყოს გადაფარული.
დღეს ეს ყველაფერი სწორდება, ანუ ხორციელდება არა მხოლოდ პირველადი რეგისტრაცია, არამედ ხდება არასწორი რეგისტრაციების გასწორებაც. ამის საშუალებას გვაძლევს მაღალი ხარისხის საამზომველო ხელსაწყოები და ჩვენი გამოცდილი ამზომველები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში არიან მობილიზებულები 59 მუნიციპალიტეტში, მთელი ქვეყნის მასშტაბით."- განაცხადა თამარ ტყეშელაშვილმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



