რეზონანსი
(27.07.2024)

ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა" იუწყება.
დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. დე ფაქტო შს მინისტრის რობერტ კიუტის თქმით, აფხაზეთში საგზაო-სატრანსპორტი შემთხვევების მუდმივი მატება შეინიშნება.
ასევე, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში 70 მძიმე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლებშიც 20 ადამიანი დაიღუპა და 84 დაშავდა.
როგორც რობერტ კიუტმა განაცხადა, ავარიების დიდი ნაწილი იმის გამო ხდება, რომ მძღოლები ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



