რეზონანსი
(26.07.2024)

ნორიო-ლილოს დამაკავშირებელ ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდი ჩავარდა. როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ხიდის დაზიანების გამო, შეფერხებულია საავტომობილო მოძრაობა.
„ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის გზაზე ხიდის დაზიანების გამო საავტომობილო გადაადგილება დროებით შეზღუდულია.
საავტომობილო საშუალებებისთვის აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება თბილისის შემოვლითი გზის მეშვეობით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის", - ნათქვამია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო სოციალურ ქსელში „ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს,
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



