რეზონანსი
(26.07.2024)

ძიუდოისტი ლაშა ბექაური, რომელიც რამდენიმე დღეში პარიზის ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას, იუბილარია.
პარიზში მყოფმა მეგობრებმა ლაშას დაბადების დღე მიულოცეს. დაბადების დღე მეგობრებმა სადღესასწაულო ტორტით მიულოცეს და ლაშას ოთახში მიაკითხეს.
„გილოცავ ლაშიკო და გისურვებ იმას, რაც ეგრევე ჩაიფიქრე“, – წერს გიორგი სარდალაშვილი, რომელიც ასევე პარიზის ოლიმპიადის მონაწილეა.
ლაშა ბექაური 24 წლის გახდა და ოლიმპიადაზე მორიგი წარმატების მისაღწევად მზად არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



