რეზონანსი
(25.07.2024)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
დაკავებულებს გამოძიება ორ მუხლს ედავება - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას.
სხდომას უჩა აბაშიძე არ დასწრებია.
პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასამართლოს წარუდგინეს მტკიცებულებები, რომლის გამოკვლევაც საქმის არსებითი განხილვის დროს მოხდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



