რეზონანსი
(25.07.2024)

ბელგიაში, ტერაქტის მომზადების ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ბელგიის ფედერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სხვა საკითხებთან ერთად, ისინი ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები. თავდასხმის კონკრეტული სამიზნეები ჯერ დადგენილი არ არის", - განაცხადეს პროკურატურაში.

გამოძიების ფარგლებში ანტვერპენში, ლიეჟში, გენტსა და ბრიუსელში მდებარე 14 სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე