რეზონანსი
(25.07.2024)

რამდენიმე სპორტსმენი ჩივის, რომ პარიზში, ოლიმპიურ სოფელში საკვების უკმარისობა შეინიშნება. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ათლეტები აღნიშნავენ, რომ საუზმეზე მათთვის შეთავაზებული საკვები, განსაკუთრებით კი კვერცხი და შემწვარი ხორცი საკმარისი არ იყო. ოლიმპიურ სოფელს საკვებით კომპანია Sodexo Live! ამარაგებს, რომელმაც დაადასტურა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე მოთხოვნა მართლაც მოსალოდნელი მაღალი იყო და პირობა დადეს, რომ ვითარებას გამოასწორებენ.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების დროს, ოლიმპიურ სოფელში დღეში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი უნდა გამოკვებონ.

ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია პარიზში 26 ივლისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე