რეზონანსი
(25.07.2024)

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
ცეცხლის ჩაქრობა მანქანის მესაკუთრემ ვერ შეძლო და ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
სახანძრო შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და ცეცხლი ჩააქრო. ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ რამ გამოიწვია მანქანის აალება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



