რეზონანსი
(25.07.2024)

ესპანეთი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გაძლიერების მიზნით ამერიკული წარმოების Hawk-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გადასცემს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო unian.net ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამის შესახებ ცნობილი გახდა უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვის მის ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან საუბრის შემდეგ.
შეიარაღების გადაცემის სავარაუდო თარიღად ამა წლის სექტემბერი სახელდება. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ესპანეთში გასული წლის ნოემბრიდან იმყოფებიან და სარაკეტო კომპლექსის გამოყენებას სწავლობენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



