რეზონანსი
(25.07.2024)

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არჩევის შემთხვევაში ის საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.

„ბატონი ივანიშვილი, თუ ის გადაწყვეტს და იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი იქნება, თუმცა ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი არ ვიცი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა. ცვლილების მიხედვით, 2024 წლიდან პრეზიდენტს, მოქალაქეები პირდაპირი არჩევის წესით აღარ აირჩევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე