რეზონანსი
(25.07.2024)

საქართველოს ძალოსანთა და მოცურავეთა ოლიმპიური ნაკრებები პარიზში გაემგზავრა. სპორტსმენები გულშემატკივრებმა, ოჯახის წევრებმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა გააცილეს.

თბილისის აეროპორტის ორგანიზებით გაიმართა გაცილების ცერემონია, სადაც სპორტსმენებს აეროპორტის ადმინისტრაციამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მთავრობის გადაწყვეტილებით თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონი ლარი, ვერცხლის მედალოსანს - ნახევარი მილიონი, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 ათასი ლარი გადაეცემა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე