რეზონანსი
(25.07.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოში. გზაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს მეორე სატვირთო შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოძრავმა ტრაილერმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავარიაც ამას მოჰყვა. ორი დაშავებული ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

სხვა დეტალები უცნობია.

tv25

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე