
„თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს“ - ასე მიმართა ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს ღონისძებაზე, სადაც გამჭვირვალობის კანონის მოწინააღდმეგები და ხელოვანების ერთი ნაწილი იყო შეკრებილი და არჩვნების წინ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას სუხიშვილმა თქვა, რომ არჩევანი მარტივია - ქვეყანას ევროპა სჭირდება:
„მე დღეს მესმის, რომ თქვენ ხართ მართლა იმედი, ჯენზი, თქვენ არ ნებდებით, თქვენ არ წააგებთ არასოდეს, იმიტომ, რომ იმხელა შინაგანი მუხტი დევს თქვენში და ეს ყველამ დავინახეთ, მე გამახსენდა ჩემი თაობის პერიოდში 9 აპრილის საშინელი დღეები, როცა მილიციის ფორმაში ჩაცმული ჩვენი მილიციელები ხალხის მხარეს იდგნენ და გამოჰყავდათ ხალხი და მეორე მხარეს იდგა მერვე პოლკი, რომელიც გვხოცავდა და გვანადგურებდა. მაშინ დავინახე პირველად ასეთი გაყოფა, მივხდი რომ ჩვები ქვეყანა აქეთ დგას, ის შავი ძალა კი იქით იდგა. მაშინ დავინახე ის გაყოფა. ჩემი თაობა, ის, ვინც ამას მოესწრო, ძაან რთულია, რომ დღეს რამე გააკეთოს. ისინი ვინც ამაში იყვნენ, არ უსწავლია ამ საბჭოთა სკოლებში, არ კეთებიათ პიონერის ყელსახვევი და არ აქვთ ეს ტვინში, ჩვენ ეს იმდენად ჩამჯდარი ქვეცნობიერად, რა გვიქნეს ხომ, კიდევ რომ რაიმეს ვაზროვნებთ, მადლობა უნდა ვთქვათ ესენი არიან ჩვენი მომავალი, ჩვენი გადარჩენა.
ჩვენ ევროპა გვინდა რა თქმა უნდა, მაგრამ დაფიქრდით, როგორ სჭირდება ევროპას საქართველო - ჩვენი მუსიკა, ჩვენი ბალეტი, ჩვენი ცეკვა. მე იმედი მაქვს რომ ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საქმეს მიიყვანთ ბოლომდე, თქვენი იმედი მაქვს. იმიტომ, რომ ძალიან გიყვართ ეს ქვეყანა. აქ არის ორი ვარიანტი - არის შავი და არის თეთრი. არჩევანი ძალიან მარტივია. დიდი მადლობა ამ შეგნებისთვის, დიდი იმედი მაქვს თქვენი და ყველაფერში თქვენს გვერდით ვიდგები", - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა სამოქალაქო მოძრაობა - "აირჩიე ევროპა" დააფუძნეს, რომლის მიზანიც ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზებაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



