რეზონანსი
(23.07.2024)

"ქართული ოცნების" ბოლო ქმედებები იმედგამაცრუებელია - ეს ქმედებები სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს" - კონგრესმენი ტომ კინი

ბოლო წლებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­უშ­ვა, რომ მომ­ხდა­რი­ყო მავ­ნე ელე­მენ­ტე­ბით მისი „ინ­ფილტრა­ცია", და­ი­წყო და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა , - ამის შე­სა­ხებ კონ­გრეს­მენ­მა ტომ კინ­მა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ში 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ზე გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბოლო ქმე­დე­ბე­ბი იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია.

"შავი ზღვის მე­ო­რე მხა­რეს, სა­ქარ­თვე­ლო, სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბულ გზას გაყ­ვა, ვიდ­რე მოლ­დო­ვა. მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­ი­პო­ვა, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მტკი­ცედ აჩ­ვე­ნა, რომ სურ­და კო­რუფ­ცი­ის აღ­მო­ფხვრა, ქვეყ­ნის საბ­ჭო­უ­რი წარ­სუ­ლის გა­დაგ­დე­ბა, აშშ-სა და ევ­რო­პას­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბა.

ქარ­თვე­ლე­ბი იბ­რძოდ­ნენ და სის­ხლის დაღ­ვა­რეს არა მხო­ლოდ 2008 წელს რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი ომის­გან სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად, არა­მედ ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის გვერ­დი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს არა­წევ­რი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მელ­მაც ჯა­რის­კა­ცე­ბი გაგ­ზავ­ნა ავ­ღა­ნეთ­ში.

სწო­რედ ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" - ბოლო ქმე­დე­ბე­ბი ამ­დე­ნად იმედ­გა­მაც­რუ­ე­ბე­ლია. ბოლო წლებ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­უშ­ვა, რომ მომ­ხდა­რი­ყო მავ­ნე ელე­მენ­ტე­ბით მისი ინ­ფილტრა­ცია, და­ი­წყო და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, რუ­სეთ­სა და ჩი­ნეთ­თან უფრო ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ძი­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კინ­მა.

მისი თქმით, "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნის მი­ღე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­წყდა და ეს ქმე­დე­ბე­ბი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის სა­ხე­ში შე­ფურ­თხე­ბაა.

"მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ე.წ. "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნი მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ შო­რის წე­რი­ლის, რო­მე­ლიც თავ­მჯდო­მა­რე მა­კკოლ­მა [რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია] და ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, მიკს­მა [დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია] შე­ად­გი­ნეს, რო­მელ­საც ხელი მო­ვა­წე­რეთ მე და ბევ­რმა ჩემ­მა კო­ლე­გამ აქ.

არ შე­გე­შა­ლოთ, სა­ქარ­თვე­ლოს "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­წყვი­ტა. ეს ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდ ბრძო­ლა­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი პროგ­რე­სის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხეს ქმნის და სა­ხე­ში აფურ­თხებს ქარ­თველ ხალ­ხს, რო­მელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას უჭერს მხარს", - გა­ნა­ცხა კინ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე