რეზონანსი
(23.07.2024)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოლიმპიურ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ მოჭიდავეები დალოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
„ა.წ. 22 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოსთან (მუჯირი) ერთად დალოცა მოჭიდავეები, რომლებიც ოლიმპიურ შეჯიბრებაზე მიემგზავრებიან.
მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ და მიტროპოლიტმა შიომ ასევე დალოცეს უკვე პარიზში მყოფი ჩვენი სპორტსმენები და ყველას გამარჯვება უსურვეს", - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



