
“ქართული ოცნება” და პროპაგანდისტი სვავები თავისას არ იშლიან და გადაწყვიტეს ნაკრების ერთ-ერთი სიმპატიური, საზოგადოებისათვის უცნობი ფეხბურთელი, გველესიანი პოლიტიკურ პროექტად აქციონ, მისგან თავისებური ანტიბუდუ შექმნან - ამის შესახევ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ბიძინა ივანიშვილმა და “ოცნებამ” ფეხბურთის წინასაარჩევნო პროექტად გამოყენება მოინდომა. 30 მილიონ ლარსაც კი შეელია ამისთვის. არაფერი გამოუვიდათ. მხოლოდ ზრდილობიანი მადლობა მიიღეს ამის სანაცვლოდ და მიუხედავად სახელისუფლლებო პროპაგანდისტული არხების მცდელობისა, მეტი აქედან ვერაფერი გამოადნეს. იმიტომ, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები არის ევროპული, მაშასადამე ქართული და მაშასადამე პატრიოტული.
“ქართული ოცნება” და პროპაგანდისტი სვავები თავისას არ იშლიან და გადაწყვიტეს ნაკრების ერთ-ერთი სიმპატიური, საზოგადოებისათვის უცნობი ფეხბურთელი, გველესიანი პოლიტიკურ პროექტად აქციონ, მისგან თავისებური ანტიბუდუ შექმნან. ამას ხელი შეუწყო მისმა გულუბრყვილო პოლიტიკურმა გამონათქვამებმა, რომელიც ქოცურ იდეოლოგიაში კარგად ჯდება. არც დასავლეთი და არც აზია, არც რუსეთი და არც ევროპა, არამედ ჩვენი ქართული, კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს პოლიტიკურ ენაზე. მისი მხრიდან მსგავსი, შესაძლოა უცხოეთში ( ირანში) მრავალწლიანი საქმიანობის შედეგად შექმნილი შეხედულება პირადი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყოფილიყო ნაკარნახევი, ოცნების ხელში კი ასეთი მიდგომა სასურველ დასამუშავებელ მასალად იქნა აღქმული. დაიწყო ყველა სახელისუფლებო არხზე მისი გაპიარება. ქვეყანას მოწყვეტილმა ფეხბურთელმა ალბათ ისიც კი არ იცის, რომ პოსტივიში ჯდომა არის სირცხვილი, ხოლო “იმედის” ვარსკვლავად ყოფნა ძალადობის მხარდაჭერა და რუსეთის გვერდით დგომაა.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ “ოცნება” ამ სპორტსმენს მორიგ ყაველაშვილად ამზადებს, რომელიც პარლამენტში პუტინის ფრაქციას, ე. წ. ხალხის ძალას წარმოადგენს. გამოჩენისთანავე ყველსთვის საყვარელი ადამიანი ( მეც არაერთხელ ვახსენე რამდენიმე ეთერში, როცა მისი პირველი ინტერვიუ მოვისმინე), უნდათ საძულველ პირად აქციონ, ისეთებად, როგორებიც დღეს რუსული კანონის მხარდამჭერი სპორტსნენებია პარლამენტში. ეს ხალხი ვერასოდეს მოიცილებს იმ დამღას, რაც მათ ხალხმა შეარქვა.
გიორგის კი ვურჩევ, რომ დროზე დააღწიოს თავი ამ სვავების კლანჭებს, მიხედოს თავის სპორტულ კარიერას, რომელიც ბოლო პერიოდში ასე იღბლიანი აღმოჩნდა მისთვის. ჯერ ადრეა ბუცების კედელზე ჩამოკიდება. არ გაებას ქოცების მიერ დაგებულ მახეში. სიყვარულიდან სიძულვილამდე რომ ერთი ნაბიჯია, კი ვიცით ყველამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



