რეზონანსი
(22.07.2024)

ესტონეთის პარლამენტმა კრისტენ მიხალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა. კრისტენ მიხალის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, ხოლო 27 - წინააღმდეგ წავიდა.

მიხალი ჩაანაცვლებს კაია კალასს, რომელიც 15 ივლისს გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ის ევროკავშირის ახალი მთავარი დიპლომატი გახდება.

16 ივლისს, ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მინისტრი კლიმატის საკითხებში კრისტენ მიხალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა და მას ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე