
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელი მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მოემზადონ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ცვლილებისთვის და მეტი დახარჯონ თავდაცვაზე, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად ნოემბერში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.
POLITICO-სთან ინტერვიუში რადეკ სიკორსკიმ განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ აშშ ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო რბოლაში.
მაგრამ ევროპულ ქვეყნებს „სხვა გზა არ აქვთ", გარდა იმისა, რომ აიღონ მეტი პასუხისმგებლობა თავიანთ კოლექტიურ თავდაცვაზე იმის გათვალისწინებით, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს „აზიაზე ფოკუსირებას".
„ჩვენ უნდა ავუხსნათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ვიდრე რუსეთის საფრთხეს ვიგრძნობთ, ვერ შევძლებთ იქ სრულად ჩართულობას", - განაცხადა მან აზიაზე, სადაც ევროპის ქვეყნებს გაცილებით ნაკლები ძალები ჰყავთ განლაგებული, ვიდრე აშშ-ს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა უფრო შეშფოთებულია ტრამპის შესაძლო დაბრუნების გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დიპლომატები ამტკიცებენ, რომ აზიისკენ მიმართულება უფრო ღრმა ტენდენციაა აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც მიმდინარეობდა როგორც „დემოკრატი", ასევე „რესპუბლიკელი" პრეზიდენტების დროს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



