რეზონანსი
(22.07.2024)

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლიმ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის საუკეთესო ადამიანია, ვისაც ამჟამას უწყების ხელმძღვანელობა შეუძლია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ვფიქრობ, რომ ამჟამად საუკეთესო ადამიანი ვარ, ვისაც საიდუმლო სამსახურის სათავეში ყოფნა შეუძლია", - აღნიშნა კიმბერლი ჩიტლიმ.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საიდუმლო სამსახურის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩავარდნა იყო ათწლეულების განმავლობაში.

ჩიტლის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი მომავალში აღარ განმეორდეს.

დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა 13 ივლისს, პენსილვანიაში, ქალაქ ბატლერში მოხდა. ტრამპს რამდენჯერმე ესროლეს, ერთმა ტყვია პოლიტიკოს ყურში მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, ორი კი დაიჭრა. 20 წლის ტომას მეთიუ კრუქსი, რომელმაც ტრამპს ესროლა, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა მოკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე