რეზონანსი
(22.07.2024)

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა. შენობის ნაწილი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები.
აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, გაზმა გამოიწვია. გაჩნდა ხანძარი. სამთავრობო მედია "ტასი" წერს, რომ დაშავებულია 14 ადამიანი, თუმცა მონაცემები ზუსტდება.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი მაშველებმა ამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



