რეზონანსი
(22.07.2024)

"ოცნების“ პროპაგანდა ვერ იმუშავებს იმ ერზე, რომელსაც საკუთარ სხეულზე და ორგანიზმზე აქვს განცდილი ის ძალადობა და ჭრილობები, რაც მას მიაყენა ტერორისტმა ოკუპანტმა სახელმწიფომ , - ასე აფასებს "ლელოს" გენერალური მდივანი "კავკასიის ბარომეტრის" კვლევას. მისი თქმით, ივანიშვილის და მისი ხელისუფლების პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრი შეცვლას უშედეგოდ ცდილობს. 

„ოცნების“ პროპაგანდა ვერ იმუშავებს იმ ერზე, რომელსაც საკუთარ სხეულზე და ორგანიზმზე აქვს განცდილი ის ძალადობა და ჭრილობები, რაც მას მიაყენა ტერორისტმა ოკუპანტმა სახელმწიფომ - რუსეთმა. რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც აქვს მძიმე დანაშაულებები საქართველოს ეროვნული ინტერესების და სახელმწიფოებრიობის წინაშე, შესაბამისად, ვერანაირი პრორუსული პოლიტიკა ვერ იმუშავებს ქართველი მოქალაქეების გონებაზე, რომელსაც ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, - ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

"ქართული ოცნების" პროპაგანდამ არ იმუშავა. მოსახლეობის უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ საქართველოს მთავარი მტერი რუსეთია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აქვეყნებს. კითხვაზე, მომავალ  კვირას რომ არჩევნები იყოს, მიხვიდოდით თუ არა, მოქალაქეთა 65 % ამბობს, რომ არჩევნებზე წავიდოდა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე