
ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი დიანა კვეკვესკირი სოჭის სასამართლომ ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში დამნაშავედ ცნო, რაც სოციალურ ქსელში ლგბტქ+ დროშიანი პოსტის გამოქვეყნებაში გამოიხატა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროექტი kavkaz.realii იტყობინება.
ამავე ცნობით, სტუდენტს 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.„კვეკვესკირმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების სიმბოლოები", - აღნიშნულია ოქმში.
სასამართლოში კვეკვესკირმა განმარტა, რომ ფოტო ადრე გამოაქვეყნა, როცა მუსიკით იყო დაინტერესებული.
კვეკვესკირი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „პრომოუშენის" ხელმძღვანელი იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



