
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი საერთაშორისო კრიზისების დასრულების პირობას დებს.
ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც კანდიდატად ოფიცილაურად წარადგინეს.
საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ტრამპმა პირობა დადო, რომ „დავასრულებ თითოეულ საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ახლანდელი ადმინისტრაციის დროს წარმოიშვა".
მისი თქმით, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში, ასევე ისრაელ - „ჰამასის" ომი საერთოდ არ მოხდებოდა.
„ამ ომებს სატელეფონო ზარით გავაჩერებ", - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა აშშ-ის 46-ე პრ ეზიდენტი ჯო ბაიდენი საერთაშორისო კონფლიქტების გამო გააკრიტიკა.
„არსებობს საერთაშორისო კრიზისი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში იშვიათად ყოფილა. ომი მძვინვარებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, იზრდება კონფლიქტის სპექტრი ტაივანში, კორეაში, ფილიპინებსა და მთელს აზიაში", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ტყვეობაში მყოფ ამერიკელებზე.
„გვსურს, ჩვენი მძევლების დაბრუნება და აჯობებს ისინი იქამდე დაბრუნდნენ, ვიდრე ოფისს დავიკავებ, თუ არადა დიდი საზღაურის გადახდა მოგიწევთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



