
ხონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორ ირკვევა, ასხის მთაზე მოკლული 34 წლის ნიკოლოზ ფაილოძეა.
ახალაგაზრდა მამაკაცს მთაში საქონელი ჰყავდა, სადაც იქ მყოფ პირთან შელაპარაკაება მოუვიდა.
ვრცელდება ასეთი ინფორმაციაც, რომ ახლაგაზრდა მამაკაცს დანა გულში ორჯერ აქვს ჩარტყმული.
გარდაცვლილი ახლაგაზრდა მამაკაცს მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან.
პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა და მას 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის.
„პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ თ.ფ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: თაიმერი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



