რეზონანსი
(18.07.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე.
"ურსულა ფონ დერ ლაიენს ვულოცავ ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას.
მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას", - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს სესიაზე ხმათა უმრავლესობით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



