რეზონანსი
(18.07.2024)

ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება, მშვიდობიანი და უსაფრთხო პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა ნებისმიერი ინვესტიციისთვის.
„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა უცხოური ინვესტიციების. ეს არის კიდევ ერთხელ, მორიგი დადასტურება, რასაც საქართველოს მთავრობა, მთავრობის მეთაური საუბრობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში",-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



