რეზონანსი
(17.07.2024)

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია პარიზის ოლიმპიადაზე თავდასხმების მომზადებაში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენის მომზადებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



