
"ქართული ოცნების" ამნისტიის კანონი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი ბოტკოველი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის გუნდი პატიმრების თემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ზოგადად ამნისტიას არ ეწინააღმდეგება და დარწმუნებულია, რომ ჰუმანური აქტით პატიმრები გადამწყვეტ არჩევნებზე, ხელისუფლების დამარცხების შემდეგ ისედაც ისარგებლებენ:
,,ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეს საკუთრი მიზნებისთვის გამოიყენოს, მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბრის მერე, რეალურად ქვეყანაში იქნება ამინსტია, რომელიც მისცემს ადამიანებს საშუალებას რეალური ჰუმანური აქტით გააგრძელონ ცხოვრება“- ამბობს ბოტკოველი.
"პირველების" ინფორმაციით, პატიმრებმა შიმშილობა გამოცხადეს - მიზეზი „ოცნების„ ამნისტია გახდა. მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები ივანიშვილის ხელისუფლებას ტყუილში და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიღებული ამნისტია არც საყოველთო და არც სამართლიანია.
"ოცნება" არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ციხის კარს სამი ათასამდე პატიმარს უხსნის. ამნისტია 66 მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულებს შეეხება, თუმცა "ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ სასჯელის შემსუბუქება არ შეხებოდა იმ მუხლით გასამართლებულ პატიმრებს, რის საფუძველზეც ციხეში მიხელ სააკაშვილი ზის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



