
„ენჯეო" სექტორის შესწავლის მიზნით „ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ეხმიანება.
„ენჯეოების" დიდი ნაწილი არის პოლიტიზებული და ფაქტობრივად, პოლიტიკურ „ენჯეოებს" წარმოადგენენ. მათ არ გააჩნიათ ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული დღის წესრიგი, არამედ გააჩნიათ მხოლოდ პარტიული ინტერესები.
როდესაც გამჭვირვალობის ელემენტარულ წესსაც ვერ აკმაყოფილებ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნები, ვინაიდან როგორც ჩანს, შენ გაქვს დასამალი და არ გინდა, რომ გამჟღავნდეს რეალური დამკვეთი და მიზანი", - განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" ჩაატარა კვლევა. მისივე თქმით, დადგინდა, რომ ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც აპროტესტებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, კატასტროფული მდგომარეობაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



