რეზონანსი
(15.07.2024)

იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. შეხვედრას სხვადასხვა პარტიისა და უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ კომისიის გეგმებზე ისაუბრა.

„საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, რომ ის, რაც ჩვენი უწყების კომპეტენციაშია, იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ გვაქვს არჩევნები, სადაც არის ტექნოლოგიური ინტერვენცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის ჩატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩართული მხარე - პოლიტიკური პარტიები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები იზიარებდეს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ასეთი მნიშვნელოვანი არჩევნები ჰქვია", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე