რეზონანსი
(15.07.2024)

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და რუსულ კანონს ასაჩივრებს.

"საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია, ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78-ე მუხლს", - თქვა გიორგი მსხილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე