
გენპროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას ეხმრობა "ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილიც. მისი თქმით, კანიდატმა საბჭოს წინაშე საკუტარი პროფესიონალიზმი და მიუეკრძოებლობა დაამტკიცა.
რაც შეეხება ფარცახალძესთან გაბიტაშვილის კავშირებს, სეფაშვილი "წმინა წყლის" პროვოკაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ სახდეპის განაცხადებები, ხშირ შემთხვევაში, დეზინფორმაციას შეიცავს.
გაბიტაშვილმა საბჭოს წინაშე და მთელი საზოგადოების წინაშე დაამტკიცა მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი. განხილვა იქნება ჯერ ჩვენთან კომიტეტში და შემდეგ სესიის მსვლელობის დროს და რა თქმა უნდა, ჩვენს შევაფასებთ, თუმცა მე ეჭვი არ მეპარება წინამდებარე დასკვნაში, თუმცა მოსმენას წინ არაფერი უდგას და კიდდევ ერთხელ გადამოწმებას მისი მიუკერძოებლობის და პროფესიონალიზმის. თქვენ რასაც ამბობთ, ფარცხალაძის მოადგილე რადგან იყო, მიმაჩნია, რომ ეს წმინდა წყლის პროვოკაციაა. სახდეპის ამ ინფორმაციაშიც ეჭვს შეწვიტანდი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დეზინფორმაციის მომსწრე გავხდით, ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები, - ამბობს ეკა სეფაშვილი.
დღეს გახდება ცნობილი როდის დაიბარებენ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს. პარლამენტში ბიუროს სხდომა ერთ საათში დაიწყება. დეპუტატები გაბიტაშვილს ჯერ იურიდიულ კომიტეტზე მოუსმენენ, შემდეგ კი მისი კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



