
გარდაცვლილი სოფო ალავიძის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომ ქალი, ცოფით, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა. სოფო ალავიძის შვილი ნინო ვაწაძე “მეგა ტვ”-ს დაუკავშირდა და განუცხადა რომ, დედას ცხოველები ძალიან უყვარდა, ქუჩის ძაღლებსაც უვლიდა, ერთ-ერთი მათგანი კი ცოტა წნის წინ მოკვდა. მისივე თქმით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტს პასუხისმგებლობის თავიდან არიდება სურს.
„იყვნენ მოსულები, ძაღლის ძვლები და ნარჩენები წაიღეს. თქვეს რომ, ამით სავარაუდოდ, ვერ დადგინდებაო და არც პასუხი არ არის მოსული ჯერ. ასევე ამ ძაღლთან დიდი კონტაქტი ჰქონდა ოჯახის სხვა წევრებსაც და ჩვენ არაფერი არ გვჭირს. მუნიციპალიტეტი თავს არიდებს პასუხისმგებლობას იმის შესახებ, რომ ძაღლები უპატრონოდ არიან ამბროლაურის ქუჩებში და სავარაუდოდ, აუცრელებიც კი. დედაჩემს კონტაქტი ჰქონდა ქუჩის ძაღღლებთანაც. ერთ-ერთი მისი სამსახურის წინ იყო და ისიც მოკვდა. სავარუდოდ, არ გამოვრიცხავ, რომ იმ ძაღლმა გაკაწრა”, – ამბობს “მეგა ტვ”-თან გარდაცვლილი სოფო ალავიძის შვილი ნინო ვაწაძე.
გარდაცვლილი ქალის შვილის თქმით, ოჯახის წევრებმა ცოფის აცრები გაიკეთეს, თუმცა გამორიცხავენ, რომ სოფო ალავიძე თავისი ლეკვისგან დაინფიცრდა.
“ჩვენ უბრალოდ ის გვინდა რომ, ცრუ ინფორმაციები არ იყოს გავრცელებული. “სავარაუდო” თვეზე უწერიათ და რა მოხდება იქ ქუჩის ძაღლიც ახსენონ”, – ამბობს ნინო ვაწაძე.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ, ამბროლაურში ცოფის შედეგად 45 წლის ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 45 წლის ქალი, ცოფით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის თებერვალში, მისივე ლეკვისგან დაინფიცირდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



