რეზონანსი
(14.07.2024)

ტრამპზე თავდამსხმელის მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანქანას, რომელსაც თავდამსხმელი მართავდა, პენსილვანიის შტატში, იმ ადგილის მახლობლად იყო გაჩერებული, სადაც ტრამპი თავის მხარდამჭერებს შეხვდა.

ამერიკული მედიის ცნობით, იარაღი რომელიც თომას მეთიუ კრუკსმა გამოიყენა, მამამისის ნაყიდია.

შეგახსენებთ, დღეს 14 ივლისს პენსილვანიაში ჩასულ დონალდ ტრამპს თავს დაესხნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე