რეზონანსი
(13.07.2024)

პრემიერმა და ჩვენმა გუნდის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტების ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოება აუცილებელია. ერთ-ერთი ნათელი მაგალითია პატიმრების რაოდენობის შემცირება და ამისთვის ერთ-ერთი ნაბიჯი ამნისტიის სახით არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე არჩილ გორდულაძემ „შაბათის ქრონიკასთან" განაცხადა.

დეპუტატმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე ისაუბრა და გამოეხმაურა ამ საკითხზე ოპოზიციის განცხადებებსაც.

„როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, მთავარი აქცენტი იყო დანაშაულის სიმძიმეზე და ხასიათზე. პატიმართა რაოდენობა უნდა შემცირდეს, მაგრამ არა იმდენად და ისეთ დანაშაულებზე, რომელიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებდა, ან გაზრდიდა კრიმინალურ მდგომარეობას. ამავდროულად, კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაწილია გათვალისწინებულია პროექტის მიხედვით - 7000-მდე პრობაციონერს შეუმცირდება 1 წლით პირობითი მსჯავრი.

რაც შეეხება ოპონენტებს, რომლებიც ჩვენი კი არა, საქართველოს ოპონენტები არიან, ისინი ხშირად ამბობენ ტყუილებს და ერთ-ერთ ტყუილია ის, რომ ეს პროექტი თითქოს არჩევნებთან არის დაკავშირებული. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე რამდენიმე თვეა ამნისტიის პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და არამარტო ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი როგორც ვთქვი და ამას თან სდევს ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე იმ პოლიტიკის კიდევ უფრო დახვეწა, რომელიც გვაქვს დამნაშავეების მიმართ. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები იქნებიან, თუ მათ გარშემო შეკრებილი პარტიები თუკი რაიმე კარგს იტყვიან „ქართულ ოცნებაზე", მაშინ უნდა დავფიქრდეთ რაიმე შეცდომას ხომ არ ჩავდივართ. ჩვენ არ ვუსმენთ იმ ადამიანების სურვილებს, რომლებიც დავალებებს გარედან იღებენ და თითოეული მათი ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, როგორმე ჩვენი ქვეყნის განვითარება და დასავლეთის პრაქტიკასთან დაახლოება შეფერხდეს", - განაცხადა გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე