
ანტიდემოკრატიული პროცესები ახსენეს და ანტიდემოკრატიული პროცესები თუ არსებობდა საქართველოში, ეს იყო 2012 წლამდე. ამ პროცესების შემოქმედს კი დემოკრატიის შუქურა უწოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა „შაბათის ქრონიკასთან" განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ხელისუფლების კურსი, რომელიც ევროინტეგრაციას გულისხმობს, შეუქცევადია.
„თუ ოდესმე თავისუფალი სიტყვა ყვაოდა, დღეს ყვავის. ამდენი თავისუფალი მედიაა და 35 000 არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი წყვეტს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და მას წარსულის ძალიან მწარე გაკვეთილები აქვს. მე ვფიქრობ, რომ რა კურსსაც ჩვენი ხელისუფლება ადგას, ეს არის შეუქცევადი, კონსტიტუციაში გაწერილი ევროინტეგრაციის კურსი, რომელიც გაცხადებულია კონკრეტული ნაბიჯებით. ამ კურსის შეუცვლელად, თანმიმდევრულად, მყარი ნაბიჯებით, თავაწეულები მივალთ 26 ოქტომბრამდე და ხალხი მხარს დაუჭერს მისთვის სასურველ ძალას, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე და ქვეყანაში მშვიდობიან სიტუაციაზე", - განაცხადა სოსიაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



