
ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობამ უკვე დაგვაზარალა, - შესაბამისი განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
„შევხედავთ, როგორ გაგრძელდება უნგრეთის თავმჯდომარეობა. მეთორმეტე დღეა და ამან უკვე დიდი ზიანი მოგვიტანა", - განაცხადეს გერმანიის საგარეო უწყებაში.
გერმანიის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ბოლოდროინდელ ვიზიტებს უკავშირდება, რომელმაც „სამშვიდობო მისიით" ვიზიტები განახორციელა ჯერ კიევში, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, მერე რუსეთში - პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ჩინეთში - სი ძინპინს და ბოლოს, გუშინ უნგრეთის პრემიერი ფლორიდაში დონალდ ტრამპს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ეწვია.
უნგრეთმა თავმჯდომარეობა პირველი ივლისიდან გადაიბარა და ექვსი თვის განმავლობაში შეინარჩუნებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



