რეზონანსი
(12.07.2024)

ბათუმში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულიდან გადავარდა, იგი ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე იყო დასაქმებული.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 17 წლის ბიჭი ახლა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული.

არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე