
ნატო-ს სამიტი ვაშინგტონში დასრულდა - ალიანსის წევრებმა გამოაქვეყნეს დეკლარაცია უკრაინის მხარდასაჭერად. ომში მყოფ ქვეყანას დაჰპირდნენ დამატებით დახმარებასა და მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.
პრეზიდენტმა ბაიდენმა, სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, შემთხვევით, პუტინი უწოდა, მალევე, თავადვე შეასწორა ეს შეცდომა და მიკროფონი ზელენსკის დაუთმო.
მოგვიანებით, შტატების პრეზიდენტმა - ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, შეცდომით, დონალდ ტრამპად მოიხსენია.
ბაიდენმა, მას შემდეგ, რაც ზელენსკისა და ჰარისის სახელებზე არასწორი სიტყვიერი წამოცდენა ჰქონდა, თქვა, რომ ღიაა ნევროლოგიური ტესტისთვის, თუ ამას ექიმები ურჩევენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნამდვილად აპირებს კენჭისყრას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



