რეზონანსი
(11.07.2024)

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმ ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტში საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი.

ილია დარჩიაშვილი მადლობას უხდის ალიანსს და მის წევრებს იმის გამო, რომ ნატო-ს დღის წესრიგში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის დგას.

„საქართველოს კომპონენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი. ჩვენ ალიანსის და ყველა წევრის მადლობელი ვართ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში და ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. მასში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა ამ მიმართულებით თავის დადებით შედეგს მოიტანს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ნატოს სამიტს ვაშინგტონი მასპინძლობდა. ის 9-11 ივლისს ჩატარდა. ნატოს წლევანდელი სამიტი ალიანსის შექმნიდან 75 წლისთავს ეძღვნებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე