რეზონანსი
(11.07.2024)

თუნდაც ეს ორი კანდიდატურა საკმაოდ კარგად გამოხატავს სალომე ზურაბიშვილის მოტივაციას ამ კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ცოდნას, ზოგადად, რა სჭირდება ინსტიტუციებს, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც ორბელიანების სასახლეში მიმდინარებს.

„გიორგი ბურჯანაძე არის ის ადამიანი, რომელიც ცალ ფეხზე დგომისთვისაც კი მზად არის, ოღონდ დასავლეთისგან ღიმილი და პატარა კეთილგანწყობის ჟესტები მიიღოს და სრულებით უგულებელყოფს ქვეყნის ინტერესებს.

ასევე, დიმიტრი გაბუნია, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილთან მუშაობდა და თუ არ ვცდები, გარკვეული სკანდალით დაშორდნენ ერთმანეთს. 

დაველოდებით, რა თქმა უნდა, პროცესის შეჯამებას, დასრულებას, თუმცა კიდევ კარგი, რომ ამ ერთ კანდიდატზე არ არის დაფუძნებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამართულად მუშაობა", - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე