
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის დროს ევროკავშირმა სუსტი რეაქცია გამოავლინა.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ამოხოცა პუტინმა ადამიანები ჩეჩნეთში 1999 წელს, შემდეგ ის შეიჭრა სირიაში. ჩვენ სუსტი რეაქცია გამოვავლინეთ, როცა ის 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და შემდეგ 2014 წელს, როცა მან ყირიმის ანექსია მოახდინა, ჩვენ გაუბედავები აღმოვჩნდით", - განაცხადა ბორელმა ვაშინგტონში ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ.
ევროპელმა დიპლომატმა დასძინა, რომ ევროპას არ სურდა იმის დანახვა, რაც ისედაც ცხადი იყო. „პუტინს სურს, რომ რუსეთი დომინირებდეს მის მეზობლებზე. პუტინს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებზე უარი არ უთქვამს", - აღნიშნა ბორელმა.
მისივე თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი დღემდე იქცევა ისე, როგორც იმპერია -„პუტინს სურს იმპერიის თავიდან შექმნა, ცარისტული ან საბჭოთა იმპერიის".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



