
უკრაინის ხელისუფლებას სამართლიანი მშვიდობის დამყარების მიზნით მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება სურს, მაგრამ უკვე რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ბლუმბრგი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კიევს მეორე ფორუმის ჩატარება მიმდინარე წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სურს. ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის გამარჯვების შიშით არის ნაკარნახევი.
მეორე მშვიდობის ფორუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პირველი ასეთი ღონისძიება ივნისში შვეიცარიაში 90 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. ბლუნბერგის ცნობით, მაშინ რუსეთი ფორუმში არ მონაწილეობდა. ზოგმა ქვეყანამ დაბალი რანგის დელეგაცია გააგზავნა, ხოლო კიევის მცდელობა გლობალური სამხრეთის ქვეყნები გადაებირებინა წარუმატებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ზოგმა ქვეყანამ კომუნიკეს ხელი არ მოაწერა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



