რეზონანსი
(10.07.2024)

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივით უზრუნველყოფა.
„[უკრაინის] შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მაღალი სულისკვეთების შენარჩუნება. ამისათვის მათ სჭირდებათ პერსპექტივა. ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ნიშნავს, რომ პროცესი განიხილება, როგორც შეუქცევადი", - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პაველმა ძლიერი უწოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინის ნატოში გაწევრიანების გზის შეუქცევადობა აღნიშნა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



