რეზონანსი
(10.07.2024)

ქართული მართვის მოწმობები ირლანდიამ აღიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელებს შეუძლიათ ის ირლანდიაში თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე გადაცვალონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობაზე.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაშია 2024-ი წლის 25-ი ივნისიდან. შესაბამისი ინფორმაცია ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე