რეზონანსი
(10.07.2024)

მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

დარჩიაშვილის თქმით, ნატოს ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობა დიდი პატივია.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი," - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გაიმართა.

საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე