რეზონანსი
(10.07.2024)

ნორვეგიის მთავრობამ უკრაინისთვის ექვსი ერთეული F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაცემა გადაწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდა“ ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ნორვეგიამ გადაწყვიტა უკრაინას ექვსი F-16 ტიპის თვითმფრინავი გადასცეს. ჩვენ თვითმფრინავების მიწოდებას 2024 წელს ვაპირებთ“, - ციტირებს სააგენტო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტორეს.

ნორვეგიის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე დასძინა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს საშუალება თავი დაიცვას ჰაერიდან მომდინარე საფრთხეებისაგან, რადგან ეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს თამაშობს.

ნორვეგიის მთავრობამ ჯერ კიდევ 2023 წელს განაცხადა, რომ დანიასთან ერთად უკრაინას თვითმფრინავებს გადასცემდა. თუმცა, მაშინ ზუსტი რაოდენობა არ დაკონკრეტებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე