რეზონანსი
(10.07.2024)

ეს არის ნულპროცენტიანი პოლიტიკოსების, აუტსაიდერების გაერთიანება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ახალ გაერთიანებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ეს არის აუტსაიდერების გაერთიანება, რომლის დევიზი იქნება სავარაუდოდ - „უთავმოყვარეობით და უპრინციპობით, ასევე კრიმინალური ისტორიებით საქართველოს პოლიტიკაში“. ვნახეთ ნულპროცენტიანი პოლიტიკოსების ერთობა და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ნამრავლი ნულზე იქნება ნულის ტოლი“ ,- აღნიშნა იონათამიშვილმა.

„ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ გაერთიანდნენ. 9 ივლისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე