რეზონანსი
(10.07.2024)

რუსეთს არ გააჩნია საბრძოლო მასალები და ჯარები უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყებად. ამისათვის მას  სხვა ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების მიღება ესაჭიროება. ამის შესახებ ნატოს მაღალჩინოსანმა ალიანსის სამიტის გახსნამდე ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრძოლის ველზე რუსეთი განიცდის „ძალიან მძიმე" დანაკარგებს, რადგან ის ცდილობს შეინარჩუნოს მცირე ტერიტორიული მიღწევები, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

„ისინი იძულებულნი არიან გამოუცდელ ქვედანაყოფები გააგზავნონ  არარეალური მიზნების მისაღწევად.

ჩვენ გვჯერა, რომ ჭეშმარიტი შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად, რუსეთს მოუწევს სხვა ქვეყნებიდან საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგების მიღება, გარდა იმისა, რასაც ის უკვე იღებს ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან“, - თქვა მან.

გარდა ამისა, შესაძლებელის ვლადიმერ პუტინს მოუწიოს ახალი ფართომასშტაბიანი მობილიზაციის გამოცხადებაც. მისი თქმით, რუსეთი ყოველთვიურად კონტრაქტს აფორმენს 30 ათასამდე მოხალისესთან, რაც მას ბრძოლის ველზე დიდი დანაკარგების გადაფარვის  საშუალებას აძლევს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს თანახმად, უკრაინის თავდაცვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მაგრამ კიევმა ასევე განიცადა სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი დანაკარგები.

მისი შეფასებით, რუსეთი კიდევ სამი-ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს ომის ეკონომიკის შენარჩუნებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე