რეზონანსი
(10.07.2024)

უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც „ნაცები" და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანდაცვის მინისტრ მიხელ სარჯველაძესთან დაკავშირებულ ინციდენტს, სადაც ორგანიზაცია „ნაბიჯის" დამფუძნებელმა დავით ჩხობაძემ ჯანდაცვის მინისტრს ქუჩაში „მონა" და „ბიძინას რუსი" ეძახა.

მისი თქმით, ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

„უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ნაცები და ევროკავშირის ზოგიერთი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი გვაჯერებს, რომ ნამდვილი ევროპაა - ზეწოლის, ზიზღის და შევიწროების.

ის, რომ ევროპელი დიპლომატები დღემდე ერთი სიტყვითაც არ გმობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ენჯეოების მხრიდან ძალადობის და ზიზღის კამპანიას, ამ ინციდენტის წამახალისებელ გარემოებად იქცა.

ეს არ არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ორგანიზაცია „ნაბიჯი", რომლის დამფუძნებელიცაა დავით ჩხობაძე საქართველოდან გაქცეული ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდება. იგი იმითაცაა ცნობილი, რომ გასული წლის მარტში თსუ-ს ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილ სირცხვილის დერეფანი მოუწყო. მაშინ იგი უარყოფდა, რომ კეზერაშვილის ცოლის ძმამ დიმიტრი ჩიქოვანმა ამისათვის მას 1000 ლარი ჩაურივხა, თუმცა დაადასტურა, რომ ჩიქოვანს რამდენჯერმე შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე